შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში (ვატიკანის საელჩო) გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა, სადაც მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის.
პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს. შეუძლებელია შეფასდეს მისი ღვაწლი, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესად გადაქცევას ისახავდა მიზნად.
პაპ ფრანცისკეს სახელს და ხსოვნას მომავალი თაობები ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წიგნში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა