ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილმა შს მინისტრისადმი მიმართვის გამო, სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.
„ქალბატონო სალომე, გთხოვთ დატოვოთ დარბაზი. მანდატურს ვთხოვ დაატოვებინეთ დარბაზი... მანდატურს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.