ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიულოცა.
როგორც მან აღნიშნა, „მას შემდეგ, რაც ვაჟთა ნაკრებმა ასე გაგვიხარა გული, სასიხარულოა ძალიან, რომ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ასეთ წარმატებებს აღწევს“.
„ვულოცავ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მოპოვებულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში გასვლას. რაც დიდი შედეგია. მას შემდეგ, რაც ვაჟთა ნაკრებმა ასე გაგვიხარა გული, სასიხარულოა ძალიან, რომ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ასეთ წარმატებებს აღწევს. ვუსურვებ მათ წარმატებას შემდეგ ეტაპებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.