შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წარუდგინა ახალი დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 20 იანვარს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას წარუდგინა ახალი დირექტორი . ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წარვუდგინე.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე მრავალწლიანი საქმიანობისთვის, ახალ დირექტორს კი წარმატებები ვუსურვე საერთო ეროვნულ საქმეში. კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. აგრეთვე ვისაუბრეთ ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.“ – წერს .
პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდიამ შეცვალა .
საქართველოს პენცენტრმა სოლიდარობა გამოუცხადა გიორგი კეკელიძეს. მის 12 იანვრის განცხადებაში ნათქვამია: „გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა… საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო.“
11 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის მაშინ ჯერ კიდევ მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებაზე ესაუბრა. მოგვიანებით კი კონსტანტინე გამსახურდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად შეთავაზება მიიღო და დასთანხმდა მას.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.