შალვა პაპუაშვილი EaP-ის ინდექსზე – ვფიქრობ, შეფასების ავტორი ორგანიზაციები გაბრაზებულები არიან ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე – ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს საქართველოსა და ქართველ ხალხზე – ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებულები არიან საქართველოს ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ამ შეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. სერიოზულიც არაა იმის განხილვა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ მათ შორის ევროკომისიის შეფასებებს, ვინ სადაა დემოკრატიის მიმართულებით. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის მაჩვენებლებში და მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს