შალვა პაპუაშვილი – 20-25 წლის წინ, გალექსილი ხუმრობა იყო ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელზე – „მისი ფიქრები არის ვიქნები და ვიქნებიო“ და სალომე ზურაბიშვილის ფიქრებიც არის „ვიქნები და ვიქნებიო“

შეიძლება ზოგიერთს ახსოვს 20-25 წლის წინ გავრცელებული გალექსილი ხუმრობა ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელზე – „მისი ფიქრები არის ვიქნები და ვიქნებიო“ და სალომე ზურაბიშვილის ფიქრებიც არის „ვიქნები და ვიქნებიო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სამშობლოდ საქართველო ვერ იქცა.
„საერთო ჯამში, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხელა პასუხისმგებლობა გადასცა, 2018 წელს ნდობა გამოუცხადა და რომელმაც მისი არჩევა განაპირობა… ის ხალხი, რომელიც დღეს ეძახის მსოფლიოში ყველაზე ლეგიტიმურს და ხომ გახსოვთ 2018 წელს, ის ხალხი რასაც ეძახდა? და რას ამბობდნენ მის არჩევნებზე? – ეს იყო გაყალბებული, არალეგიტიმური პრეზიდენტი.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მაშინ წინასაარჩევნოდ თავისი თავით ჩაანაცვლა მისი კუთვნილი ადგილი ბანერებზე იმისთვის, რომ მისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, ასეთი იმედგაცრუება ნახა მასში. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო მის [სალომე ზურაბიშვილის] სამშობლოდ ვერ იქცა და ის ემოცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საკუთარი ხალხის, სამშობლოს მიმართ, მან ეს ემოცია ვერ გაიჩინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა