არქივი14 იანვარი, 2024, 15:12
შალვა პაპუაშვილი: ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია
ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“, - წერს პაპუაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.