არქივი16 აპრილი, 2025, 18:22
შალვა პაპუაშვილი - ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი“.
“რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები.
ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი ომი ომი არ იყო, ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო, ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო...“, - წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.