შალვა პაპუაშვილი: ...ჩვენ ვართ ევროპა
შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ერთი რამე უნდა ითქვას - ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში. ჩვენ ვართ ევროპა. ეს არის მთავარი, რაც ხანდახან უნდათ რომ დაგვავიწყონ ჩვენ. ჩვენ არამხოლოდ დღეს ვართ ევროპა, ჩვენ ვართ, მათ შორის, თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციის და მათ შორის, სამართლებრივი განვითარების. ჩახედეთ ჩვენ პირველ რესპუბლიკას, 1918-1921 წლების და ნახეთ, რა დემოკრატიული მიღწევები ჰქონდა ჩვენს პირველ რესპუბლიკას. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება არა რომელიმე მიმართულების ცვლა, არამედ ჩვენ გვჭირდება განვითარება, იმისთვის, რომ, როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუციურად, ვიყოთ, უპირველეს ყოვლისა, იმ დონეზე, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილები ამით და ჩვენ თუ ჩვენს თავს მივხედავთ იმ მხრივ, რომ განვვითარდებით ეკონომიკურადაც და ინსტიტუციურად, მერე ყველა სიამოვნებით მიგვიღებს ნებისმიერ გაერთიანებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.