შალვა პაპუაშვილი – ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა – ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი საქმის კურსშია და კავშირზეა.
ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.
„ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ვიცი. ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯემალ ანანიძემ რამდენიმე დღის წინ ინსულტი მიიღო, დაცემის შედეგად კი თავის არეში დაზიანება. შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ჯემალ ანანიძეს რამდენიმე დღის წინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან