ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენ თავდადებულ გმირებს - საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს, მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეს ეხმიანება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც საქართველოს დაუმორჩილებლობის, საკუთარი და ქვეყნის ღირსებისთვის ჩადენილი სამაგალითო თავდადება.
„ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენ თავდადებულ გმირებს - საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს. მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც საქართველოს დაუმორჩილებლობის, საკუთარი და ქვეყნის ღირსებისთვის ჩადენილი სამაგალითო თავდადება. მათი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დაუოკებელ სწრაფვას თავისუფლებისკენ, მის მიზანს იყოს სუვერენული ქვეყანა ეპოქებისა და გარემოებების მიუხედავად, ყოველთვის გამონახოს ძალა დაუმორჩილებლობისა და შვას ისეთი გმირები, როგორებიც სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყვნენ. დიდება მათ ხსოვნას!“- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.