ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ

შალვა პაპუაშვილი - ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ

ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.
შესაბამის განცხადებას შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე საუბრობს.
“ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება - სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.
ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“, - წერს პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.