შალვა პაპუაშვილი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქეთევან კიკნაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.
„მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა ქეთევანმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.
ვუსამძიმრებ ქალბატონი ქეთევან კიკნაძის ოჯახს, მის ახლობლებს და კოლეგებს,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან