არქივი16 ოქტომბერი, 2024, 23:11
შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 6-ჯერ ყურძნის მოსავალი, 4-ჯერ ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ მევენახეების შემოსავალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“.
„6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი; 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი; 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი; ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, - წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.