შალვა პაპუაშვილი: ქართულის გარდა ყველა პრო ორიენტაცია საბოლოო ჯამში არაქართულია…

“ბოლო ერთმა წელიწადმა ფუნდამენტური კორექტივები შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის კვალდაკვალ დღეს უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი პრო და ანტი. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი – პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა პრო ორიენტაცია საბოლოო ჯამში არაქართულია…
ლოზუნგი მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი, თავისი დროის პირმშო იყო. როდესაც რკინის ფარდის წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ ამ ორი ცნების დასაკავშირებლად მაშასადამე თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას მაშასადამე აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო დიახაც, თავადაც არის ევროპა…”- ამბობს შალვა პაპუაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია