შალვა პაპუაშვილი - უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ

უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბანერს აქვეყნებს.
„ამ ბანერზე, ზემოთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადებაა, სადაც ის უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოსავალს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დათმობაში ხედავს.
ქვემოთ კი საფრანგეთის ელჩის გაცილების საღამოა, სადაც, ელჩი, უცხოეთიდან დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად პოზირებს, რომლებიც სამი წელია, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში, საქართველოს ჩათრევას ცდილობენ.
უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ,“ - წერს პაპუაშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.