შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარესა და მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს და მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს იგორ გროსუს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე.
,,ვულოცავ ჩემს კოლეგებს რუსლან სტეფანჩუკს და იგორ გროსუსუს ევროკომისიის გადაწყვეტილებას სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე. ძალა ერთობაშია!” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში.