– უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან” დაკავშირებით – ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან” დაკავშირებით, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც დემონსტრაციების დროს დაფიქსირდა.
მისი განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, სხვა პირების მიერ მსგავსი ქმედების გაბედვა „სრულად ბრიუსელის სინდისზეა“.
„დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან“ დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ.
რთულია, ვერ დაინახო კავშირი გაბევრებულ პირომანებსა და „მოლოტოვის კოქტეილის“ პოპულარიზაციის კამპანიას „მე ვისროლე“ შორის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა.
ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა.
ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, სანამ ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება, ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას.
მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს”,- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!