შალვა პაპუაშვილი – სპეცსამსახურები ახლა ცდილობენ, სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ამ გეგმის აღსრულების ძალადობრივ ნაწილს და წარმოაჩინონ, თითქოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტები არიან

ახლა ცდილობენ სპეცსამსახურები, რომ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ამ გეგმის აღსრულების ძალადობრივ ნაწილს და წარმოაჩინონ თითქოს არიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ძალადობრივი სცენარისგან ოპოზიციონერთა ნაწილის გამიჯვნის ფაქტს.
პაპუაშვილის განმარტებით, აქციების მიმდინარეობის შენარჩუნების მიზნით ახლა მიმდინარეობს აქციის მონაწილეთა ნაწილის „გათეთრება“.
„ნურავინ ნუ მოტყუვდება – ეს არის მცდელობა გაათეთრონ ნაწილი ამ მოძალადეებისა იმისთვის, რომ კვლავ შეინარჩუნონ მათი აქციები. ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი ორგანიზმი, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იმართება და მათგან არის იდეურად მხარდაჭერილი. ჩაუვარდათ გუშინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ახლა ცდილობენ ეს სპეცსამსახურები, რომ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ამ გეგმის აღსრულების ძალადობრივ ნაწილს და წარმოაჩინონ თითქოს არიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ტერორისტები”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”