შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს – ეკონომიკური კატასტროფა არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ეს არის ომი საქართველოში

სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.
„ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ გარდა დამაჯერებელი მოგებისა, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხმა გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა რადიკალს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას და ამიტომ მნიშვნელოვანია დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მიანიჭოს „ქართულ ოცნებას“. ქართველმა ხალხმა, ახლა ამ არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა ეკონომიკური კატასტროფა. ეკონომიკური კატასტროფა ეს არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ეს არის ომი საქართველოში. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს