შალვა პაპუაშვილი – საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს – საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე

საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ დამსახურებებზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„რაც შეეხება ოპოზიციის გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა ევროკავშირში რომელიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ უნგრეთს შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ, საქართველოს საკითხი დაბლოკონ, არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ამ ოპოზიციას ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე.
ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს სხვის, ვიღაცის ჯინაზე. ეს კამათი, ან დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არ არის ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მიუხედავად იმისა, თუ ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე.
ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, დამსახურებაზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. მე სხვა მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს