შალვა პაპუაშვილი – საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს – ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება

საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
„საქართველოს სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი – ის ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტია. სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნებას ეფუძნება. საქართველო მზად არის ამ პრინციპების საფუძველზე გააღრმაოს ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან.
ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას.
პატივცემულო ელჩებო, მადლობას გიხდით თქვენი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებას საქართველოს სამსახურში,” – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ დიპლომატებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია