ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ

სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს კი არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა.
„სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს კი არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა - მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.