ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს - ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყურებიან, როგორი დირექტივაც მოუვათ ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევიან

აბსოლუტურად საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, დესტრუქციით ძალაუფლების დაბრუნება.
„ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს გარდა დესტრუქციისა. ხედავთ, ერთადერთი იმედი რაც აქვთ, არის ის, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყურებიან, როგორი დირექტივაც მოუვა ოპოზიციას ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევიან - რამდენიმე ევროპარლამენტარი იტყვის "სანქციებიო", ესენიც გაიმეორებენ "სანქციებიო", ისინი იტყვიან "არა სანქციებსო", ესენიც შემდეგ იტყვიან "არა სანქციებსო", ანუ დღესდღეობით აბსოლუტურად საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, დესტრუქციით, რადიკალიზმით იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც ჰქონდათ. ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჰქონდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის რომ დაიბრუნოს, ზუსტად ისეთივე ტერორს დააყენებენ, როგორი ტერორიც მათ ჰქონდათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.