არქივი24 სექტემბერი, 2025, 14:53
შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებას შევახსენებ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

საზოგადოებას შევახსენებ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ამ კამპანიის დაგმობა ან მისგან გამიჯვნა.
„ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა ან თუნდაც მისგან გამიჯვნა. ნებისმიერ სხვა განცხადებამდე, ჯერ ამ ვალის გადახდაა საჭირო“,- წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.