ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? - რა თქმა უნდა, არა!

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? - რა თქმა უნდა, არა!

სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? თავად ნატო-ს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? - რა თქმა უნდა, არა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი - მშვიდობაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.