ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის "ევროპული ღირებულება" - სირცხვილია, თუ "თავისუფლება მიშას" კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის

როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის "ევროპული ღირებულება" - სირცხვილია, თუ "თავისუფლება მიშას" კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ფესტივალის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოფენილ ბანერებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სირცხვილია, თუ "თავისუფლება მიშას" კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის.
„როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის "ევროპული ღირებულება" - ადამიანის წამების და ბიზნესის რეკეტის სისტემის შემქმნელის კანონიერი სასჯელისგან დახსნის კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას.
ფაქტია, ამას არაფერი აქვს საერთო იმ ევროპასთან, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.
სირცხვილია, თუ "თავისუფლება მიშას" კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.