შალვა პაპუაშვილი რეფერენდუმის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე – ხელმოწერების შეგროვების უკვე მერამდენე ტალღაა – დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები

ხელმოწერების შეგროვების უკვე მერამდენე ტალღაა. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეფერენდუმთან მიმართებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ელის.
„სალომე ზურაბიშვილისგან ხალხისთვის რაიმე რაციონალური, დაფიქრებული განცხადება და ინიციატივა მოგისმენიათ? პირველი ხომ არაა? უკვე მერამდენე ტალღაა ხელმოწერების შეგროვების. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით. არასერიოზულია, 26 ოქტომბერს არის არჩევნები. თუ ვინმეს, რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა. ლამის მთლიანი ოპოზიცია, რომელიც ქართველი პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოში კბილებით იცავდნენ უცხო ქვეყნების ინტერესს.
მე პირადად რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ველი. ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომელიც, როგორც ჩანს, სპონტანური წარმოშობილი აზრია და ფიქრისთვის ზედმეტი დრო დახარჯული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლია. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში