შალვა პაპუაშვილი – პრობლემებზე, რაზეც ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ამერიკაც საუბრობს – ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი, ღრმა პოლიტიკური კრიზისი

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა – იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ამერიკაც საუბრობს – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემა POLITICO-სთან მიცემულ ინტერვიუს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას და არსებული მიდგომების გადახედვა მოუწევს.
„მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი, ამერიკაც საუბრობს. ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი და სულ უფრო მზარდი, სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი.
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი.
ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა“,- წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია