შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
„შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი