ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე, ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე - ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე

შალვა პაპუაშვილი - ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე, ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე - ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე

ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს.
„დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე.
ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ.
ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.