ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაში საკუთარი ნება არ გააჩნიათ! როგორც დაულაგებენ გარედან, თუ რა კომბინაციით იყვნენ, ზუსტად ისე დალაგდებიან - რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას, მისი განცხადება არის კონსტიტუციის დარღვევა

ოპოზიციაში საკუთარი ნება არ გააჩნიათ! როგორც დაულაგებენ გარედან, თუ რა კომბინაციით იყვნენ, ზუსტად ისე დალაგდებიან - რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას, ზურაბიშვილის განცხადება არის კონსტიტუციის დარღვევა, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ აინტერესებს და მასში ვერაფერს ღირებულს ვერ ხედავს.
“საქართველოს კონსტიტუცია მისი არ არის. მას ამ კონსტიტუციისთვის სისხლი არ დაუღვრია. ამ კონსტიტუციისთვის მას არ უბრძოლია. ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა ვიბრძოლეთ. ვინც აქ ვიყავით - ბავშვები, თინეიჯერები, მოზრდილები თუ ზრდასრულები.
სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია თავისად არ მიაჩნია - როდესაც კონსტიტუცია შენს გულთან ახლოს არ არის, მაშინ კონსტიტუციას ისე თელავ, რომ არანაირი ემოცია არ გიჩნდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.