შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან

დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის პროპაგანდისტის დავით ნებიერიძის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე.
მისი თქმით, პროევროპულობა დღეს ასოცირდება ზიზღთან და ძალადობასთან.
„არის თუ არა ეს ზიზღის ენა? ბატონ ნებიერიძის ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, არის თუ არა ეს ზიზღის ენა?
დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს არის ტოლობის ნიშანი პროევროპულობასა და ზიზღს, ძალადობას შორის. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, ძალადობასთან, ანტი ქართულობასთან.
ასეთ განცხადებებს და ასეთ ადამიანებს პასუხს ხალხი აძლევს საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის პროპაგანდისტმა დავით ნებიერიძემ სპორტსმენები სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
„თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ“, – წერს დავით ნებიერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია