ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს.
„საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როცა ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაში პროგრესს ვაღწევთ. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მაც ეს მიდგომები გადაიღოს და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები და მოლოდინები. ასევე ჩანდეს, რომ როცა იქნება პროგრესი ამ საკითხებზე, ამას ნატო-ს მხრიდან გადაწყვეტილებები მოჰყვება“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.