არქივი28 ნოემბერი, 2025, 20:14
შალვა პაპუაშვილი - მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს - ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ

ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირში არასდროს შესული შვეიცარია აღელდა ევროინტეგრაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს , კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
„მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს.
ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ“, - წერს ის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.