ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - მთელი ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი: იმან რომ თქვა, ამან რომ თქვა, მოსკოვმა რომ თქვა, ვაშინგტონმა რომ თქვა - ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი

მთელი ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი: იმან რომ თქვა, ამან რომ თქვა, მოსკოვმა რომ თქვა, ვაშინგტონმა რომ თქვა - ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა
როგორც მან აღნიშნა, "ჩვენ არ ვმოქმედებთ უპირატესად სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ვმოქმედებთ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე".
„თუ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება გადამწყვეტი არაა. ჩვენ არ ვმოქმედებთ უპირატესად სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ვმოქმედებთ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
რაღაც თეთრია თუ შავია, უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ისე, რომ ვინ რა თქვა. ამან თქვა, იმან თქვა - აი, მთელი პრობლემა არის, რომ მთელი ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი: იმან რომ თქვა, ამან რომ თქვა, მოსკოვმა რომ თქვა და ვაშინგტონმა რომ თქვა. ეს არ არის არგუმენტი. ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი.
ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ სანქციები უნდა დაგვეწესებინა და ეს იქნებოდა კატასტროფა ქართველი ხალხისთვის; სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა და ეს იქნებოდა კატასტროფა ქართველი ხალხისთვის. ბევრი სხვა რამისკენ გვიბიძგებდნენ ავტორიტეტები პირდაპირ თუ ირიბად, ღიად თუ დახურულ კარს მიღმა. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის, საღი და გონივრული განსჯის შედეგად. გამჭვირვალობა არის მთავარი ევროპული პრინციპი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.