შალვა პაპუაშვილი – მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება

მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი ინაუგურაცია რამდენიმე მიზეზის გამო არის ისტორიული. მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, ურთულესი მისიის განხორციელებაში.
„დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღე არის, დღეს მოხდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია. ისტორიულია ბევრი მიზეზის გამო – ეს ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სადაც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. ეს არის ისტორიული იმიტომ, რომ პირველად ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ მხრივ სრულად ძალაში შედის ის კონსტიტუციური სიახლეები, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციური რეფორმის შედეგად იქნა მიღებული.
ისტორიულია მათ შორის იმ მხრივ, რომ მე-6 პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, ის ჩააყენა უცხოთა და სხვათა სამსახურში და არა ქართველი ხალხის სამსახურში, ის აქცია განხეთქილების ინსტიტუტად და არა გაერთიანების ინსტიტუტად. ის აქცია საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად და არა ხალხის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად.
ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ჩვენს კონსტიტუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან