არქივი3 აპრილი, 2025, 10:52
შალვა პაპუაშვილი - მაშინ, როცა, საკუთარი აღიარებითვე, მხოლოდ ეჭვების საფუძველზე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, მსჯავრდებული და ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების, ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
„მაშინ, როდესაც, საკუთარი აღიარებითვე, მხოლოდ ეჭვების და ვარაუდების საფუძველზე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.