ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი: მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა ...

შალვა პაპუაშვილი: მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა ...

“მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს” – გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს (!), ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო.

ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე, წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. და ამ ყველაფერს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე, აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს.

მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა: “ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ”.”– წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.