ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე - წარმოუდგენელია ასეთი რამ იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა - ეს სამკუთხედი როცა ამბობს ხალხს, რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს გულისხმობს

შალვა პაპუაშვილი მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე - წარმოუდგენელია ასეთი რამ იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა - ეს სამკუთხედი როცა ამბობს ხალხს, რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს გულისხმობს

ეს თუ მათი გაგებით ევროპული ღირებულებაა, მაშინ ისინი საუკუნეებით უკან ყოფილან ქართულ ღირებულებებზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას.
„წარმოუდგენელია ასეთი რამ იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა. ეს სამკუთხედი როცა ამბობს ხალხს, იქ გულისხმობს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს. იქ „ქართული ოცნება“, მისი ამომრჩეველი, 1 120 000 ადამიანი წაშლილი ჰყავთ საერთოდ თანამედროვე ისტორიიდან.
როდესაც სახელმწიფოს მეთაურები თავის თავზე იღებენ სხვა ხალხის სახელით საუბარს, ეს არადემოკრატიულია. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუცია მანდატი გერმანიის კანცლერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის. და ისინი გვესაუბრებიან ქართველი ხალხის სახელით. ეს დემოკრატია კი არა, მე-19 და მე-20 საუკუნის მიდგომებია. 21-ე საუკუნეში რანაირად ხდება ამ ყველაფრის ასე ურცხვად აფიშირება, ჩემთვის გასაკვირია“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.