ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე - ამგვარი ბრიყვული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, ჩირქს სცხებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს - ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი

შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე - ამგვარი ბრიყვული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, ჩირქს სცხებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს - ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი

ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას ეხმაურება.
პაპუაშვილის თქმით, ამ ,,მძიმე შეცდომის” გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი.
,,ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ,,ივანიშვილმა, კობახიძემ და კომპანიამ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპული საქართველოსკენ, არა საბჭოურ საქართველოსკენ”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.