ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - მადლობა პოლიციას, რომელმაც გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ პროვოცირებას, ძალადობრივ ქმედებებს, რაზეც რეაგირება იყო პროპორციული

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელმაც უზრუნველყო, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, პოლიცია ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საზოგადოებისგან ნდობის მხრივ, აქედან გამომდინარე, მან ყველას მოუწოდა, რომ მომავალში პოლიციასთან ითანამშრომლოს.
,,ასევე, ჩვენ ვხედავდით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობდნენ როგორც პოლიციის პროვოცირებას, ისე სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას, აქაც პროპორციული რეაგირება იყო და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიცია ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საზოგადოებისგან ნდობის მხრივ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მომავალშიც პოლიციასთან ითანამშრომლოს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.