ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს ალბერტ ფრიკს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინის სამთავროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაში.
„პარლამენტების თავმჯდომარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს.
მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობა, პარტნიორობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.