შალვა პაპუაშვილი კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნის

დღეს, პარლამენტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.
პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ევროკავშირის ელჩი და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.
კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი , დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი