შალვა პაპუაშვილი – კატასტროფაა, როცა ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს – გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი

კატასტროფაა, როცა ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება ისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის – ეს არის ის ჩიხი, სადაც საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, საკუთარი ფარული დაფინანსებით მიიყვანეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ, ხელისუფლების დამხობის მოწოდება გაისმა. ეს არის კატასტროფაა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება ისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. ეს არის ის ჩიხი, სადაც საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, საკუთარი ფარული დაფინანსებით მიიყვანეს. ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა. ფაქტია, პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ აი ამ მოცემულობას, რომ მათი ფულით, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას გეგმავენ ვიღაცები, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, რომ დღეს ბრიუსელი აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულებების ყველანაირ გაგებას. ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც საკვირველია და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!