ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი: ...ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი

ეს აჩვენებს მის [სალომე ზურაბიშვილის] სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პრეზიდენტის მხრიდან გასაგებია, რათა „საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც კონსტიტუციას გადააბიჯა“.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ, 4 აპრილს სალომე ზურაბიშვილს მივმართეთ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. სამწუხაროა და საბოლოოდ ეს აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა. მაგრამ მეორე მხრივ გასაგებია, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს. ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი. ზუსტად ასე იქცევა ამ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.