ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას

შალვა პაპუაშვილი - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას

არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას.
„არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“, - წერს პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.