ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ვიქტორ ორბანის მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის ერთ-ერთი დასტურია.
ვიქტორ ორბანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერი ძმური კავშირები არსებობს.
აღინიშნა, რომ ეს კავშირები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალურ პოლიტიკაში ბოლო დროს დაწყებული პროცესების ფონზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის მზარდ თანამშრომლობაზე, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის დადებულ ჩარჩო ხელშეკრულებას.
ამასთანავე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ამ კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებს. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სათანადოდ მოამზადებს.
მხარეებმა, აგრეთვე, გამოხატეს საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებზე თანამშრომლობის მზაობა.
ვიქტორ ორბანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი უნგრეთის მხარდაჭერა დაადასტურა. მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს პოზიციების დაცვას ევროკავშირის დონეზე.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს