ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში: უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს - 2022 წლის 28 თებერვალი, ომი ოთხი დღის დაწყებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, „მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს“, ხოლო „ოპოზიცია და ენჯეობი საპროტესტო აქციას აორგანიზებენ“.
„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეობი საპროტესტო აქციას აორგანიზებენ.
2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, - წერს პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.