შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ქმედება გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი უცხოურ დოკუმენტებსა თუ ტექსტებში დაწერილი “სამხრეთ ოსეთის” ტერმინს ეწინააღმდეგებოდნენ და მისივე თქმით არ შეიძლება, რომ ეს ტერმინი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობდეს.
“როდესაც უცხოურ დოკუმენტში, ან ტექსტში ვკითხულობდით ტერმინს “სამხრეთ ოსეთი”, ჩვენ ამას ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით და არ შეიძლება, რომ ეს ჩვენივე სამართლებრივ სივრცეში გვქონდეს.ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა “იმედი LIVE“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია